Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სინოდის განჩინება - მიტროპოლიტ პეტრეს აეკრძალოს მღვდელმოქმედება


"მიტროპოლიტ პეტრეს, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე აეკრძალოს მღვდელმოქმედება, განთავისუფლდეს ეპარქიის მმართველობისა და წმინდა სინოდის წევრობისაგან და გამწესებულ იქნას მონასტერში მოსანანიებლად." - წერია წმინდა სინოდის სხდომის ოქმში, რომელიც დღეს, საღამოს 8 საათზე გამოქვეყნდა საპატრიარქოს ვებგვერდზე.

სინოდი ოქმშივე განმარტავს მოციქულთა 55-ე კანონის: "მკაცრად ისჯება სასულიერო დასის წევრი, რომელიც შეურაცხყოფს საკუთარ ეპისკოპოსს".

ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად სინოდმა ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია) დანიშნა.

ჭყონდიდის ეპარქიაში ელოდებიან მღვდელმთავრობიდან განყენებული პეტრე ცაავას ჩასვლას, თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ მეუფე პეტრეს ნაცვლად მღვდელმთავრად წარდგენილ გრიგოლ კაციას არ მიიღებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG