Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია ილია მეორეს შეხვდა


ფოტო გადაღებულია 16.09.2019 წელს და არ ასახავს დღევანდელ შეხვედრას
ფოტო გადაღებულია 16.09.2019 წელს და არ ასახავს დღევანდელ შეხვედრას

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საპატრიარქოში იმყოფებოდა. ის საპატრიარქოს ეზოში ავტომობილით შევიდა და გამოვიდა, მედიის წინაშე არ გამოჩენილა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 31 ოქტომბერს სინოდის სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს გუშინვე გამოეხმაურა.

გახარიას თქმით, წარმოუდგენელი თავდასხმები საქართველოს პატრიარქზე, არის შეტევა ქვეყანაზე, სახელმწიფოებრიობასა და ეკლესიაზე.

„საქართველოს პატრიარქი არის ჩვენი ქვეყნის სულიერების, ჩვენი წარსულის, დღევანდელობის და მომავლის შემკვრელი სიმბოლო. ადამიანები, რომლებიც ვერ თოკავენ საკუთარ ეგოს, უდიდესი რისკის ქვეშ აყენებენ ჩვენს დღევანდელობასა და ხვალინდელ დღეს. ეს აბსოლუტურად მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე დღეს იქნება ჩვენი პატრიარქის გვერდით. რა თქმა უნდა, ჩვენ ამასაც მოვერევით, ამასაც გავუძლებთ და აქედანაც უფრო გაძლიერებული გამოვალთ ჩვენი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით“, - თქვა გიორგი გახარიამ.

31 ოქტომბერს სინოდის სხდომა მის დასრულებამდე დატოვა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ, რომელმაც განაცხადა, რომ პატრიარქმა მღვდელმთავრობიდან გადააყენა. პეტრემ გადაწყვეტილებას უსამართლო უწოდა და მიზეზად მის მიერ ეკლესიაში „მამათმავლობის მხილება“ დაასახელა.​

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG