Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი აცხადებს, რომ ოთხმხრივი შეხვედრის სამიტის ვადა რუსეთზეა დამოკიდებული


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვადიმ პრისტაიკომ განაცხადა, რომ ოთხმხრივი სამიტის გამართვის ვადა, რომლის მიზანი უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის მოგვარებაა, რუსეთზეა დამოკიდებული.

ამის ფონზე უკრაინის თავდაცვის მინისტმა, ანდრი ზაჰოროდნიუკმა განაცხადა 1 ნოემბერს, რომ კიევმა გადადო ქალაქ პეტრივსკედან თავისი ჯარის გაყვანა, რაც 4 ნოემბრისთვის იყო დაგეგმილი. მინისტრმა ამის მიზეზად დაასახელა რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა 30 ოქტომბერს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა 31 ოქტომბერს, რომ ჯარის გაყვანა მოხდებოდა 4 ნოემბერს, სეპარატისტებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას პატივის რომ სცენონო.

პეტრივსკედან ჯარის გაყვანა მნიშვნელოვან ნაბიჯად ითვლება სამიტის წინ, რომელსაც დიდხანს მოელიან. მასში მონაწილეობას იღებენ უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთის და გერმანიის წარმომადგენლები და იმსჯელებენ იმაზე, თუ როგორ დაასრულონ უკრაინის მთავრობის ჯარსა და სეპარატისტებს შორის ბრძოლა. უკრაინის ჯარი ებრძვის სეპარატისტთა ძალებს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში. ამ კონფლიქტს დასაწყისიდან, 2014 წლს აპრილიდან, 13 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG