Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა „მსოფლიო ტერორიზმის“ ყველაზე უარესი სპონსორი უწოდა ირანს


ირანის უზენაესი სასულიერო ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი
ირანის უზენაესი სასულიერო ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ირანი რჩება „მსოფლიო ტერორიზმის“ ყველაზე უარეს სპონსორ სახელმწიფოდ, რომელიც აფინანსებს საერთაშორისო ტერორისტულ ჯგუფებს და დაკავებულია „ტერორისტული შეთქმულების“ ორგანიზებით მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი ანგარიშის თანახმად, ირანი ყოველწლიურად 1 მილიარდ დოლარს ხარჯავს იმ ტერორისტული დაჯგუფებების დასაფინანსებლად, რომლებიც „მის ინტერესს ემსახურებიან და რომელთა მეშვეობით ირანი მთელ მსოფლიოში ავრცელებს თავის დამღუპველ გავლენას“.

ასეთ დაჯგუფებებს შორის ანგარიშში ნახსენებია შიიტური დაჯგუფება „ჰიზბალა“, პალესტინის ისლამური დაჯგუფება „ჰამასი“ და ისლამური ჯიჰადი.

„ირანის საფრთხე არ შემოიფარგლება მხოლოდ ახლო აღმოსავლეთით და ის ჭეშმარიტად გლობალურია“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის კოორდინატორმა ნათან სალესმა ვაშინგტონში 1 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.

თეირანი ამ ბრალდებას უარყოფს.

XS
SM
MD
LG