Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემონსტრანტებმა ჰონგ-კონგში დააზიანეს სააგენტო „სინჰუას“ ოფისი


ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეთა ერთმა ჯგუფმა ჰონგ-კონგში შაბათ საღამოს ცეცხლი წაუკიდა და დაარბია ერთ-ერთი მეტროს სადგურის შესასვლელი, რამდენიმე მაღაზია და ასევე ჩინეთის ოფიციალური სახელმწიფო სააგენტო „სინჰუას“ ოფისი.

სააგენტო „როიტერსის“ თანახმად, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა შავ სამოსში ჩაცმული, ნიღბიანი მოძალადე დემონსტრანტების წინააღდეგ.

იუწყებიან, რომ ბოლო კვირების მანძილზე ეს იყო ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოვლინება ჰონგ-კონგში.

2 ნოემბერს პოლიცამ ასევე გამოიყენა ცრემლსადენი გაზი ცენტრალურ პარკში შეკრებილი ათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ. ერთი ნაწილი, რომელიც შედგებოდა ნიღბიანი ადამიანებისაგან, ქალაქის ცენტრალურ, საქმიან რაიონში შევარდა და ბენზინის ბოთლებით ცეცხლი წაუკიდა მეტროს შესასვლელს.

მათ დააზიანეს ამერიკული „სტრაბაკსის“ კაფე და სააგენტო „სინჰუას“ ოფისი.

დემონსტრანტების ასეთი ვანდალიზმი დაგმო ჰონგ-კონგის მედიამ.

„სინჰუას“ ცნობით, აგრესიულმა ბრბომ გაანადგურა სააგენტოს უსაფრთხოებისათვის განკუთვნილი მოწყობილობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG