Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავში მამაკაცის გარდაცვალების ფაქტს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებენ


რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გულის მწვავე უკმარისობით მიყვანილი მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე შს სამინისტრომ სს საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრა.

მამაკაცი წუხელ, გვიან ღამით გარდაიცვალა. შს სამინისტროდან რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ცხედარი სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მამაკაცი საავადმყოფოში შეყვანიდან მალევე გარდაიცვალა. მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო. საავადმყოფოს დირექტორმა უარყო გავრცელებული ცნობა მამაკაცის ნარკოკომით გარდაცვალების შესახებ.

XS
SM
MD
LG