Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფილარმონიის მმართველ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყდა და პირგასამტეხლო დაეკისრა


კომპანიას, რომელიც თბილისის საკონცერტო დარბაზს მართავდა, ხელშეკრულება შეუწყვიტეს და ამ უფლებას სახელმწიფო დაიბრუნებს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ხელშეკრულების მოშლის საფუძველი გახდა ის, რომ ფილარმონიის მმართველმა შპს „ინტერნეიშენალ ივენთსმა“ არ შეასრულა აღებული ვალდებულებები, მათ შორის:

  • საკონცერტო დარბაზის განვითარების მიზნით ინვესტიციის დაწესებულ ვადაში განხორციელება;
  • წელიწადში არანაკლებ 100 ადგილობრივი და 5 საერთაშორისო ღონისძიების მოწყობა;
  • მართვის საზღაურის გადახდა.

„სახელმწიფო შეიმუშავებს „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ განვითარების გეგმას და მოიზიდავს სახსრებს შემდგომში მისი განხორციელებისთვის. ბუნებრივია, გეგმა მომზადებისთანავე წარედგინება საზოგადოებას“, - წერია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

შპს „ინტერნეიშენალ ივენთს“, ასევე, დაეკისრა პირგასამტეხლო, დავალიანების დაფარვის მოთხოვნის მიზნით მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტომ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG