Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის არმიამ და სეპარატისტებმა დაიწყეს სამხედრო ძალის გაყვანა პეტროვსკოედან

ეუთოს დამკვირვებლები სოფელ ბოგდანოვკასთან
ეუთოს დამკვირვებლები სოფელ ბოგდანოვკასთან

დონეცკის ოლქში დაპირისპირების ხაზზე მდებარე დასახლებულ პუნქტ პეტროვსკოედან და ბოგდანოვკიდან უკრაინის სამხედრო ძალებმა დაიწყეს სამხედრო ტექნიკისა და ქვედანაყოფების დაშორიშორების პროცესი.

გაერთიანებული ძალების ოპერაციის პრესცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ძალთა დაშორიშორების პროცესი მორიგი დასახლებული პუნქტიდან 12 ნოემბრამდე გასტანს.

პროცესის დაწყებამდე უკრაინულმა მხარემ ჰაერში გაუშვა თეთრი ფერის რაკეტა. სეპარატისტებმა, თავის მხრივ, გაუშვეს მწვანე რაკეტა, რის შემდეგაც დაიწყო ე.წ. სარკისებური დაშორიშორება.

მანამდე აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო საშუალებებისა და ცოცხალი ძალის დაშორიშორების პროცესი უკვე განხორციელდა ლუგანსკის ოლქის დაბა ლუგანსკსა და ზოლოტოეში.

XS
SM
MD
LG