Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში შეიპყრეს ექსტრემისტებთან კავშირში შემჩნეული სამი პირი


გერმანიის პოლიციამ შეიპყრო სავარაუდოდ ექსტრემისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებული სამი პირი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან არამუსლიმანთა წინააღმდეგ თავდასხმის სამზადისში.

ფრანკფურტის პოლიციამ 12 ნოემბერს განაცხადა, რომ პოლიციამ ეჭვმიტანილები შეიპყრო ოფენბახის მახლობლად ერთ-ერთი სახლის გაჩხრეკვის დროს.

ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილია 24 წლის წარმოშობით მაკედონიელი გერმანიის მოქალაქე, რომელსაც აღმოაჩნდა ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებელი მასალები. დანარჩენი ორი ეჭვმიტანილი, ასაკით 21 და 22 წლის მამაკაცები, თურქეთის მოქალაქეები არიან.

"მათ ბინაში შეჭრა მოხდა კონკრეტული საფრთხის პრევენციის მიზნით", - განაცხადა პროკურორმა მაია ნეისენმა.

უცნობია, თუ რას წარმოადგენა ეჭვმიტანილთა კონკრეტული მიზანი.

პროკურატურა ეჭვმიტანილების წინასწარ პატიმრობას ითხოვს, რასაც სასამართლო განიხილავს.

XS
SM
MD
LG