Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეგობარო, ჩამოდი! ერთად უნდა გამოვცვალოთ ეს ხელისუფლება: თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილს


თაკო ჩარკვიანი, მიხეილ სააკაშვილი
თაკო ჩარკვიანი, მიხეილ სააკაშვილი

პარტიის - „კანონი და სამართალი“- ლიდერი თაკო ჩარკვიანი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლისკენ მოუწოდებს. თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილს "ფეისბუკის" საშუალებით მიმართავს:

„პირველად ვწერ ასე, ვამბობდი, რომ არ ჩამოვიდეს, რადგან ეს გარეწარი ხელისუფლება დაიჭერს ამ სამართლებრივ სისტემაში, სადაც პროკურორიც ივანიშვილია და მოსამართლეც. სადაც თურმე, როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ლომიამ ღია ეთერში აღიარა, რომ „ციხის კადრები ჩვენ გავაკეთეთ, აბა ისე ივანიშვილი ვერ მოვიდოდაო“, დაიჭერს სააკაშვილს და მეტი არაფერი არ იქნება სააკაშვილის ჩამოსვლა-თქო!

ახლა მოგმართავთ მეგობარო! ჩამოდი! ერთად უნდა გამოვცვალოთ ეს ხელისუფლება, მზად ვარ თუ დაჭერაა (ჩემს სიცოცხლეში არაფერი დამიშავებია საქართველოს სიყვარულის გარდა, პარტიაშიც არ ვყოფილვარ არასდროს) მეც დამიჭიროს, რადგან ამ „ფეოდალის მიერ გადაბარებულ ქვეყანაში“ სიცოცხლეც არ ღირს!“, -აღნიშნავს თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილისადმი მიმართვაში.

მიმართვაში თაკო ჩარკვიანი ოპოზიციური კოალიციის შექმნისა და სპეციალური მემორანდუმის შექმნის იდეით გამოდის:

„კოალიცია გაკეთდეს და მემორანდუმი და ეს იქნება გარანტი იმისა, რომ მხოლოდ ქვეყნის წინსვლა და აღმშენებლობა დარჩება (რაც უდავოდ იყო) იმ 9-წლიანი მოღვაწეობიდან და ის „მოგონილ-გაზვიადებული შიშიც“ გაქრება, რასაც ასე იყენებს ოლიგარქი ივანიშვილი საქართველოს წინააღმდეგ და „იმ 9-წლით აშინებს“. გაერთიანებული ოპოზიციით შევაჩეროთ „ქვეყნის განადგურება და უზურპაცია“, შევაჩეროთ უზურპატორი „კანონით და სამართლით“ – ძალა ერთობაშია – კოალიციაში – ქუჩაში! ქუჩაში! ქუჩაში! ჩქარა!!!!!!!! მხოლოდ კოალიცია – მემორანდუმით! ეს არის გზა გადარჩენისა! !!!!! გარისკე მეგობარო! გარისკეთ პრეზიდენტო“, – წერს თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილს „ფეისბუქში“.

დღეს, 14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უყარა კენჭი „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო კანონპროექტს, რომელიც ეხებოდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

კონსტიტუციური ცვლილებების კანონპროექტის ჩავარდნამ ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის აღშფოთება გამოიწვია. პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა სულ მცირე 113 ხმა.

XS
SM
MD
LG