Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰონგ-კონგის პოლიციამ შტურმით აიღო უნივერსიტეტის კამპუსი


პოლიციის რეიდის დროს ნაცემი სტუდენტი
პოლიციის რეიდის დროს ნაცემი სტუდენტი

კვირას ჰონგ-კონგის პოლიციამ შტურმით აიღო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის კამპუსი, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში დემონსტრანტები იმალებოდნენ. გავრცელებული ცნობებით, არიან დაკავებულები და დაშავებულები.

სტუდენტებმა პოლიციელებს დაუშინეს აალებადი ნივთიერებით სავსე ბოთლები, რასაც სამართალდამცველებმა უპასუხეს წყლის ჭავლით, ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით.

პოლიციაში უარყოფენ შტურმისა და შენობაში განხორციელებული რეიდის შესახებ ცნობას და ამტკიცებენ, რომ მხოლოდ რადიკალურ აქტივისტებს აკავებდნენ.

საპროტესტო გამოსვლები ჰონგ-კონგში ზაფხულში დაიწყო. თავიდან დემონსტრანტები მოითხოვდნენ იმ კანონმდებლობაზე უარის თქმას, რომელიც ადგილზე დაპატიმრებულ განსასჯელთა ჩინეთში ექსტრადიციას ითვალისწინებდა.

ადგილობრივი ხელისუფლებაზე დათმობაზე წავიდა, მაგრამ აქტივისტები მოითხოვენ აქციებზე პოლიციის ძალისმიერი ქმედების გამოძიებას, ყველა დაპატიმრებულის გათავისუფლებასა და ავტონომიის ხელმძღვანელის, კერი ლამის გადაყენებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG