Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატრიარქი: სამწუხაროა, რომ არ არის ურთიერთგაგება მთავრობასა და ოპოზიციას შორის


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მღვდელმთავრებსა და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში აკრედიტებულ ელჩებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.

საპატრიარქოს ცნობით, ილია მეორემ დიპლომატებს შემდეგი სიტყვებით მიმართა:

„ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა მრავალი პრობლემა არის სახელმწიფოებში და მათ ურთიერთობებში. მოგეხსენებათ, არაერთი პრობლემა აქვს საქართველოსაც. უპირველეს ყოვლისა კი ის, რომ ტერიტორიული მთლიანობაა დარღვეული. 20 % - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ჯერჯერობით არ არის ჩვენი კონტროლის ქვეშ. მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი და აფხაზეთიდან ამირჩიეს საქართველოს პატრიარქად 42 წლის წინ, ბუნებრივია, ეს მხარე მეტად მტკივნეულია ჩემთვის“.

პატრიარქი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსაც.

„სამწუხარო ფაქტია ისიც, რომ არ არის ურთიერთგაგება მთავრობასა და ოპოზიციას შორის. უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა ვისწავლოთ მოსმენა ერთმანეთისა. მოსმენით და ურთიერთგაგებით ჩვენ მივაღწევთ იმას, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას.

მე მადლობელი ვარ და საქართველო მადლობელია თქვენი დახმარებისა, თქვენი თანადგომისა“, - აღნიშნა პატრიარქმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG