Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციურმა პარტიებმა გამოაცხადეს უახლოესი დღეების სამოქმედო გეგმა


„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ „ახალი საქართველოს ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მედიას ოპოზიციური პარტიების სამოქმედო გეგმა გააცნო.

როგორც ვაშაძე ამბობს, დემონსტრანტები ხუთშაბათს, 28 ნოემბერს, პარლამენტის შენობის პიკეტირებას გეგმავენ, იქნება „სირცხვილის დერეფანი“, რადგან, სწორედ, 28 ნოემბერს იგეგმება პარლამენტის პლენარული სხდომის გამართვა. ვაშაძის განმარტებით, ხუთშაბათის აქცია ფართომასშტაბიანი ხასიათის არ იქნება.

პარასკევს ოპოზიციური პარტიები საარჩევნო სისტემის ცვლილებების პროექტის პრეზენტაციას გამართავენ. ვაშაძის თქმით, ეს დოკუმენტი ხელისუფლებას ჩიხიდან გამოსვლის გზას სთავაზობს.

„მანამდე ოპოზიციას ინტენსიური კონტაქტი ექნება დასავლელ პარტნიორებთან, იმისთვის, რომ მათი მხრიდან „ქართულ ოცნებაზე“ უფრო დიდი წნეხი იყოს“, - დასძენს გიორგი ვაშაძე.

კვირის ბოლოს - პარასკევს, ან შაბათს ოპოზიციური პარტიები მასშტაბური მიტინგის გამართვის თარიღსაც გამოაცხადებენ.

„მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტი გრძელდება. ოპოზიციას აქვს ერთიანი სამოქმედო გეგმა. აქედან გამომდინარე, პიკეტირებას გავაგრძელებთ იმის შესაბამისად, რა დღის წესრიგიც პარლამენტში იქნება“, - აღნიშნავს ვაშაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG