Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ედისონ რისერჩის“ გამოკვლევა: პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ამომრჩეველთა 87% ემხრობა


ტელეკომპანია „ფორმულის" დაკვეთით ამერიკულმა კვლევითი ორგანიზაციამ „ედისონ რისერჩმა“ საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

შეკითხვაზე, ემხრობით თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებას რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერით? ჯამში 87% ემხრობა საკანონმდებლო ცვლილებას პროპორციულ სისტემაზე გადასვლას.

მონაცემებით მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის 60% პასუხობს: აბსოლუტურად ვემხრობი; 27% - მეტ-ნაკლებად ვემხრობი.

6% პასუხობს: მეტ-ნაკლებად ვეწინააღმდეგები; 7% - აბსოლუტურად ვეწინააღმდეგები.

მეთოდოლოგია

„ედისონ რისერჩმა“ კვლევა 12 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით აწარმოა. კვლევაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების მოსახლეობის გარდა საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებმა 2000-მა ადამიანმა. არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლების მქონე რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იქნენ არჩეულნი. შესაძლო ცდომილება 2.2%-ია, 95%-იანი სანდოობის დონისთვის.

პირველი გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით „ედისონ რისერჩმა“ ბოლო 10 დღეში ჩაატარა. მთელი ქვეყნის მასშტაბით 2 ათასი რესპონდენტი გამოიკითხა.

მომდევნო გამოკითხვას „ედისონ რისერჩი“ ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით უახლოეს მომავალში გეგმავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG