Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართულ ოცნებაში" ბინძური ტყუილი უწოდეს პარლამენტში შეპარვის შესახებ ოპოზიციის განცხადებებს


მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ უმრავლესობის სხდომა დილის ცხრა საათზე დაინიშნა, რადგან ათი საათიდან კომიტეტების სხდომები იწყებოდა, ხოლო თორმეტზე - პლენარული სხდომა.

„კიდევ ერთი სპეკულაცია, ბინძური ტყუილი ხალხის მოსატყუებლად, თითქოს, ვიღაც სადღაც დაიპარება. ვთავაზობ, თუ უნდათ, ქუჩაში გავიაროთ ერთად და ვინ სად დაიპარება, მერე ვაჩვენებ ნებისმიერს, ვინც ასეთ ბინძურ ტყუილებზე და სპეკულაციაზე დადის. ის ხალხი აკეთებს და აცხადებს ამას, ვინც 2012 წლის მერე, განსაკუთრებით „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, ქუჩაში ისე დაიპარებიან, რომ ვერ ხვდებიან, სად შეძვრნენ“, - უთხრა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.

მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც უმრავლესობის სხდომაზე განიხილეს, პროვოკაციების თავიდან აცილება იყო: „ჩვენ დღეს გვიწევს ხვეწნა მომხრეებთან, უამრავ ადამიანთან და ჩვენს თანაგუნდელებთან, რომ არ წამოეგონ რამენაირად პროვოკაციებს. იმიტომ, რომ იმ ადამიანებისგან, რომლებიც ებრძვიან ეკლესიას, რომლებმაც გაყიდეს ტერიტორიები, ჩააბარეს რუსეთს და მერე გაუპრავეს რეზოლუციით, ადამიანებისგან, რომლებიც ტყუილებზე აგებენ მთელ თავის საქმიანობას, შეურაცხყოფა კიდევ უფრო მძიმეა ნებისმიერი თავმოყვარე ადამიანისათვის და საქართველოში ამას ცოტა მძაფრად აღიქვამენ“.

დღეს, დილის ათი საათიდან, ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები გეგმავდნენ პარლამენტის პიკეტირების აქციის გაგრძელებას, თუმცა, ადგილზე მისულებს უმრავლესობის დეპუტატები უკვე შენობაში დახვდნენ, რის შემდეგაც ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ „ქართული ოცნების“ წევრები პარლამენტში დილით ადრე შეიპარნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG