Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰოლივუდის გაფრთხილება საქართველოს ინტერნეტმეკობრეობის გამო


კომუნიკაციების კომისიამ, საქპატენტიმა და ინტერნეტმეკობრეობის წინააღმდეგ შექმნილმა ასოციაციამ წერილი მიიღო, სადაც Motion Picture Association of America, რომელიც წარმოადგენს "დისნეის" , "ვორნერ ბრაზერს" , "უნივერსალ ფიქჩერს", "სონის", "პარამაუნტ ფიქჩერს", "ნეტფლიქსს" და სხვა დიდ კინოსტუდიებს, შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში არსებულ ინტერნეტსაიტებზე არალეგალური ფილმების ჩვენების გამო.

ორგანიზაციის პრეზიდენტი და მმართველი დირექტორი, სტენ მაკკოი წერს:

"მეკობრეობის შემცირება ჩვენთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება და აღსრულება აუცილებელი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ პრიორიტეტის მისაღწევად. საქართველოში adjaranet.com და imovies.cc უჩვენებენ MPA- წევრი კომპანიების ფილმებს მათი თანხმობის გარეშე, რაც მნიშვნელოვანი პრობლემაა".

ამ ფაქტს საგანგებო წერილით გამოეხმაურა "კავეას" კინოთეატრების ქსელი, სადაც აღნიშნულია, რომ მოპარული ფილმების გავრცელება და მოხმარება, ანუ ინტერნეტმეკობრეობა, ზიანს აყენებს და საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ჰოლივუდის ფილმების ჩვენებას ქართველი მაყურებლისთვის, არამედ თავად ქართულ ფილმებსაც და მათ მწარმოებლებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

"ამერიკული კინოსტუდიები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში ინტერნეტმეკობრეობის მიმართულებით არსებული მდგომარეობის გამო და პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში სანქციების დაწესებას აპირებენ, რაც კინო და ტელე მსოფლიო პრემიერების დაგვიანებით ან, რიგ შემთხვევაში, მათი სრულიად გაუქმებით იქნება გამოხატული. - ნათქვამია "კავეას"კინოთეატრების ქსელის მიერ გამოგზავნილ განცხადებაში.

კინოსტუდიები იმედოვნებენ, რომ, კომუნიკაციების კომისიის დახმარებით, ინტერნეტსივრცე მალე გათავისუფლდება არალეგალური, არაკანონიერი ფილმებისა და სერიალებისგან.

დღეს ამ თემაზე სასაუბროდ კინოინდუსტრიის წარმომადგენლები და ინტერეტ მეკობრების წინააღმდეგ შექმნილი ასოციაციის წევრებიც შეიკრიბნენ. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი საუბრობს იმ რეალობაზე რაც ფილმების არალეგალურად ჩვენებას ეხება.

ზურა ბეჟაშვილი ასოციაცია ინტერნეტმეკობრეობის წინააღმდეგ
please wait

No media source currently available

0:00 0:01:10 0:00

ჩნდება კითხვა რას აკეთებ ამ დროს კომუნიკაციების კომისია. როგორ ხდება ისე, რომ არალეგალურად მოპოვებული ფილმები ადვილად ხელმისაწვდომია მაყურებლისთვის და არაერთი კომპანია, საიტების რეიტინგულობიდან გამომდინარე, სწორედ იქ ათავსებს თავიან რეკლამას.

რადიო თავისუფლების კითხვებს კომუნიკაციების კომისიის აუდიოვიზუალური მედიამომსახურების დეპარტამენტის უფროსი, ივანე მახარაძე პასუხობს.​

"ჩვენ ყოველდღიურად ვთანამშრომლობთ ქართულ ვებგვერდებთან და არამხოლოდ მათთან, არამედ შესაბამის ქმედებებს ვახორციელებთ უცხოურ ვებგვერდებთან რომელზეც გავრცელებულია არალეგალური კონტენტი.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, კომისია მიმართავს ინტერნეტ სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს და მათთან ერთად ვაფრთხილებთ კონკრეტულ ვერ საიტებს, რათა მათ ამოიღონ არალეგალური კონტენტი. იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნა არ სრულდება ინტერნეტმომსახურების კომპანიას უფლება აქვს შეზღუდოს წვდომა აღნიშნულ ვებგვერდები. "- ამბობს ივანე მახარაძე

რადიო თავისუფლება: კანონიდან გამომდინარე, რატომ არ შეიძლება სრულებით მოხდეს იმ არალეგალური მასალის ამოღება საიტიდან და არა მხოლოდ კონკრეტული ფილმების?

"საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის ნაწილში კომისია მოქმედებდა ეტაპობრივად, რაც გულისხმობს:

  • პირველ ეტაპზე, მაუწყებლები სრულად გათავისუფლდნენ არალეგალური კონტენტისაგან
  • მეორე ეტაპზე, უკვე ოპერატორები
  • დაახლოებით ერთი წელია ონლაინსივრცის გასუფთავებაზე ვზრუნავთ.

თავიდან მოთხოვნა იყო, რომ ინ კონკრეტული კონტენტისგან გათავისუფლება, რომელზეც საქართველოში აქვთ ნაყიდი უფლებები. მაგალითად, ქართულ მაუწყებლებს ფილმები და სერიალები, რომ ზიანი არ მიადგეთ ქართულ კომპანიებს.​

მეორე ეტაპია მთლიანად არალეგალური კონტენტისაგან გათავისუფლება, რასაც დრო სჭირდება დასაზოგადოების ცნობიერების ამაღლებაც. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ის დიდი გვერდები, რომლებზეც არის განთავსებული არალეგალური ფილმები, აპირებენ შეიძინონ შესაბამისი ლიცენზირებული ფილმები."- განაცხადა კომუნიკაციების კომისიის აუდიოვიზუალური მედიამომსახურეობების დეპარტამენტის უფროსმა ივანე მახარაძემ.

დღეს გავრცელებულ წერილს გამოეხმაურა მასში მოხსენიებული adjaranet.com, რომელზეც MPA წერს,რომ კვლავაც პრობლემაა მათ მიერ არალეგალურად ფილმების გაშვება. თავად კომპანია კი "ფეისბუკზე" წერს, რომ -" წლების განმავლობაში იყო ერთადერთი, რომელიც ქართულ ინტერნეტსივრცეში ლეგალურად ყიდულობდა და ჰქმნიდა ქართულ ფილმებს, სერიალებსა და გადაცემებს.​"

ისინი აღნიშნავენ, რომ გავრცელებული წერილის არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა, რაც ზოგიერთი ქართული კომპანიის მცდელობაა არ დაუშვას ადგილობრივ ბაზარზე ღია და კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება. უცვლელად გთავაზობთ გამოქვეყნებულ წერილს.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG