Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნების“ ოფისთან ლაშა ჩხარტიშვილის მხარდასაჭერი აქცია ჩატარდა


„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან ლეიბორისტული პარტიის წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის მხარდასაჭერი აქცია ჩატარდა. ლაშა ჩხარტიშვილი 29 ნოემბერს, ეროვნული ბიბლიოთეკის წინ ჩატარებულ აქციაზე დააკავეს. მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა მას რვადღიანი პატიმრობა შეუფარდა. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ რადგან ჩხარტიშვილი ჰაერში ლობიოს მარცვლების აყრისთვის დააკავეს, პროტესტს თვითონაც ამ ფორმით გამოხატავდნენ - „ქართული ოცნების“ ოფისთან მათ სიმბოლურად 41 მარცვალი ლობიო მიიტანეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG