Accessibility links

site logo site logo

ორბელიანის მოედანზე „ქართული ოცნების" ორგანიზებული კონცერტი მიმდინარეობს


პარტია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლების თაოსნობით თბილისში, ორბელიანის მოედანზე კონცერტი იმართება.

როგორც ადგილზე რადიო თავისუფლების კორესპონდენტს რამდენიმე ადამიანმა უთხრა, ისინი რეგიონებიდან, სწორედ, „ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოვიდნენ. თავად ღონისძიება კი, მათი თქმით, ევროპის საბჭოს თავმჯდომარედ საქართველოს 6 თვით არჩევას უკავშირდება.

კვირეულის ფარგლებში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით თბილისსა და რეგიონებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები.

„ახალგაზრდული კვირეულის“ დახურვა 7 დეკემბერს თბილისში იგეგმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG