Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გაბედეს“ წევრები პროკურატურაში ფოტო-ვიდეომასალას წარადგენენ


მოძრაობა „გაბედეს“ წევრები პროკურატურაში შეიტანენ ფოტო-ვიდეომასალებს, რომლებიც 2 დეკემბერს, მცხეთაში მომხდარი დაპირისპირებისას არის გადაღებული.

მამუკა ჯუღელის, მოძრაობა „გაბედეს“ წევრის თქმით, ისინი მოითხოვენ ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, რომლებიც მცხეთაში, მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის ოფისთან მომხდარი დაპირისპირებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ მოძრაობის წევრებს: „გვაქვს არაერთი მასალა, როგორც ფოტო, ისე ვიდეოკადრები, სადაც კარგად ჩანს ვინ და როგორ უსწორდებოდა მოძრაობის წევრებს. ყველა მასალას წარვადგენთ პროკურატურაში და მოვითხოვთ დროულ რეაგირებას“.

2 დეკემბერს, მცხეთაში მომხდარი ინციდენტისას 7 პირი დააკავეს. მათ შორის ოთხი, მოძრაობა „გაბედეს“ აქტივისტი, სამი - „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი. მამუკა ჯუღელის თქმით, შვიდივე დაკავებული გუშინ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

აქტივისტები მცხეთაში, დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთან, დემონსტრაციას მართავდნენ. მათ მაჟორიტარის ოფისთან სიმბოლურად 41 ვერცხლის მონეტა მიიტანეს და დიმიტრი ხუნდაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, რათა მისთვის ეკითხათ, რატომ მისცა ხმა პროპორციული საარჩევნო სისტემის წინააღმდეგ, რა დროსაც მათ უცნობი პირები დაუპირისპირდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG