Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

17 აფხაზი მოსწავლე დაესწრება საახალწლო დღესასწაულს კრემლში


ბავშვები აფხაზეთის სკოლებიდან დაესწრებიან საახალწლო დღესასწაულს კრემლში. ამის შესახებ „აფსნიპრესს“ განუცხადა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ასლან ქუთელიამ.

როგორც ქუთელიამ თქვა, „23-28 დეკემბერს აფხაზი მოსწავლეები რუსეთის პრეზიდენტის მიწვევით დაესწრებიან ბავშვთა მთავარ საახალწლო წარმოდგენას კრემლის სასახლეში. ნაძვის ხეზე გაემგზავრებიან მოსწავლეები რესპუბლიკის ყველა რაიონიდან. ეს არიან ბავშვები ხელმოკლე ოჯახებიდან, მოსწავლეები, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს სწავლაში, აქტივისტები, სპორტსმენები, ოლიმპიადებში გამარჯვებულები“.

ასლან ქუთელიას თქმით, მსგავსი ვიზიტები 16 წლის განმავლობაში ტარდება. „აფხაზეთის განათლების სამინისტრო ჩვენი ბავშვებისთვის კვოტებს იღებს კრემლის სასახლეში გასამგზავრებლად. ისინი მოინახულებენ კრემლის ნაძვის ხეს, სხვადასხვა ექსკურსიას და ნიკულინის ცირკს ცვეტნოი ბულვარზე. თუკი შარშან მოსკოვში 12 ადამიანი გაემგზავრა, წელს კრემლის ნაძვის ხეს 17 ბავშვი ნახავს. ბავშვები განუწყვეტლივ იქნებიან კონტროლქვეშ, ვინაიდან აფხაზეთის დელეგაციაში მონაწილეობენ აფხაზეთის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები“, თქვა ქუთელიამ.

XS
SM
MD
LG