Accessibility links

logo-print logo-print

აშშ ახლო აღმოსავლეთში ათასობით ჯარისკაცის გაგზავნას აპირებს "ირანის ქმედებების" გამო


აშშ-მა განაცხადა, რომ განიხილავს ახლო აღმოსავლეთში დამატებით ათასობით ჯარისკაცის გაგზავნას რეგიონში ირანის ქმედებების გამო. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჯონ რუდმა, კონგრესში გამოსვლისას განაცხადა, რომ ვაშინგტონი „შეშფოთებით ადევნებს თვალს ირანის ქცევას“.

რუდს არ დაუზუსტებია, რა რაოდენობის ჯარების გაგზავნას განიხილავენ, მაგრამ კონგრესში გამოსვლისას უარყო მედიაში გავრცელებული ცნობა, რომ პენტაგონი რეგიონში 14 ათასი ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს.

როგორც პენტაგონის წარმომადგენელმა ალისა ფარაჰმა განაცხადა, ეს რიცხვი უარყო თავდაცვის მინისტრმა მარკ ესპერმაც.

ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა აშშ-ის მედიას უთხრა, რომ ჯარისკაცების რიცხვი ხუთიდან შვიდ ათასამდე იქნება. ჯერჯერობით არ იტყობინებიან, სად განლაგდებიან ჯარები. მაისის შემდეგ რეგიონში უკვე გაიგზავნა აშშ-ის 14 ათასი ჯარისკაცი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG