Accessibility links

logo-print logo-print

TASS: ბურჯანაძემ კოსაჩოვს ბოდიში მოუხადა პარლამენტში გავრილოვთან დაკავშირებული ინციდენტისთვის


რუსეთის საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ბოდიში მოიხადა ზაფხულში მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის სესიის მიმდინარეობისას საქართველოს პარლამენტში „მომხდარი ანტირუსული პროვოკაციისთვის“.

„მე არ მეშინია ბოდიში მოვიხადო ამ აბსოლუტურად საძაგელი ინციდენტის გამო. ბოდიში, რომ გაგაწყვეტინეთ, მაგრამ არ დაგასრულებინებთ, სანამ ბოდიშს არ მოგიხდით. იმიტომ, რომ მე მიმაჩნია, ეს პირველ რიგში შეურაცხყოფაა ქართველი ხალხის და საქართველოს სახელმწიფოსი“, - თქვა, TASS-ის ცნობით, ნინო ბურჯანაძემ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვთან შეხვედრაზე.

თავის მხრივ, კოსაჩოვმა ბურჯანაძეს ამ სიტყვებისთვის მადლობა გადაუხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 5 დეკემბერს ნინო ბურჯანაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ანდრეი რუდენკოს შეხვდა.

ნინო ბურჯანაძე და ანზორ ბიწაძე მოსკოვში 3 დეკემბერს, გამთენიისას გაემგზავრნენ. როგორც პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახურმა რადიო თავისუფლებას უთხრა, ვიზიტი თვე-ნახევრის წინ დაიგეგმა.

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“ გმობს ყოველგვარ ერთი-ერთზე ფორმატს რუსეთთან, იმის მიუხედავად, ხელისუფლება იქნება მისი მონაწილე თუ რომელიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი.

დღის ბოლოს „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახურმა უარყო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის მიერ გავრცელებული ცნობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG