Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სპორტსმენებს ოთხი წლით აეკრძალათ ოლიმპიურ თამაშებსა და მსოფლიო ჩემპიონატებში მონაწილეობა


მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) აღმასრულებელმა კომიტეტმა რუსეთის სპორტის საზოგადოებას მძიმე დარტყმა მიაყენა და ამ ქვეყნის სპორტსმენები და სპორტის უწყებების მოხელეები ოთხი წლით ჩამოაშორა ოლიმპიურ თამაშებსა და მსოფლიო ჩემპიონატებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში, დოპინგის მიღების გამო.

ამ გადაწყვეტილებით დასრულდა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) აღმასრულებელი კომიტეტის 9 დეკემბრის სხდომა.

(WADA) პანელი 25 ნოემბერს გამოვიდა რეკომენდაციით, რუსეთისთვის დაეწესებინათ ოთხწლიანი აკრძალვა მსოფლიოს ანტისადოპინგო წესების დაუცველობის გამო. ​WADA-ს კომისია რუსეთს ბრალს სდებდა იმ ლაბორატორიული მონაცემების გაყალბებაში, რომელიც მათ გამომძიებლებს მიაწოდეს.

სკანდალი დასაბამს იღებს 2014 წლის ზამთრის სოჭის ოლიმპიადიდან, როდესაც გამოვლინდა სახელმწიფოს მონაწილეობით დოპინგის მსხვილმასშტაბიანი აფერა რუსი სპორტსმენების შედეგების გაუმჯობესების მიზნით.

2018 წელს WADA-მ გააუქმა აკრძალვა, რაც სამი წლის განმავლობაში ჰქონდა დაწესებული რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტო РУСАДА-ს იმ პირობით, თუ რუსეთი გადასცემდა 2012-2015 წლების სადოპინგო მონაცემებს.

მაგრამ 25 ნოემბერს მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) განაცხადა, რომ რუსეთმა იანვარში გამომძიებლების გაყალბებული ლაბორატორიული მონაცემები მიაწოდა.

WADA მოითხოვს, რომ რუსეთის სადოპინგო კომიტეტს ოთხი წლით ჩამოერთვას საქმიანობის, ხოლო რუს სპორტსმენებს დიდ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება. წინადადება შეეხება როგორც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს, ისე სხვა საერთაშორისო ასპარეზობებს.

რუსეთი ამ განზრახვას უწოდებს „ბრძოლას წესების“ გარეშე, რაც მიზნად ისახავს მის გამოდევნას საერთაშორისო ასპარეზობებიდან.

"დოპინგის გამოყენება ესაა დაღი, რომლის მოშორება ძალიან რთული იქნება. დოპინგზე ცუდი მსოფლიო სპორტულ საზოგადებაში არაფერი შეიძლება იყოს, და არ ვიცი, რამდენი დრო დასჭირდება რუსეთის სახელმწიფოს მის მოსაშორებლად“,- განუცხადა რადიო თავისუფლების სატელევიზიო პროექტს, „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ცნობილმა რუსმა ჩოგბურთელმა, ევგენი კაფელნიკოვმა, მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა და ოლიმპიადის ჩემპიონმა 2000 წელს.

რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს, RUSADA-ის ხელმძღვანელმა, იური განუსმა „ფრანსპრესს“ განუცხადა, რომ რუსეთს „არ აქვს შანსი გასაჩივრების“ მოგებისა. „ეს ტრაგედიაა, - აცხადებს განუსი, - ათლეტები, რომელთაც დოპინგთან კავშირი არ აქვთ, თვლიან, რომ მათი უფლებები ირღვევა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG