Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ადმინისტრაციებმა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს ავღანეთში მიმდინარე ომის თაობაზე


გენერალი დუგლას ლუტი და სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი
გენერალი დუგლას ლუტი და სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი

გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ 9 დეკემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, აშშ-ის სამმა ადმინისტრაციამ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა ავღანეთში მიმდინარე 18-წლიანი ომის თაობაზე, რომელსაც 2300 ამერიკელი ჯარისკაცი შეეწირა, ხარჯებმა კი 1 ტრილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.

ამ დანაკარგის მიუხედავად, ომის მოგება შეუძლებელი აღმოჩნდა ვაშინგტონის მუდმივად ცვალებადი სტრატეგიის, ავღანეთში ეფექტიანი შეიარაღებული ძალების შექმნის დროს გამოვლენილი ნაკლოვანებების, თალიბებთან ბრძოლაში განცდილი წარუმატებლობისა და ავღანეთის ხელისუფლების ყველა შტოში ფესვგამჯდარი კორუფციის გამო.

„ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, თეთრი სახლის სტრატეგიის კრიტიკას შეიცავს დაახლოებით 400-მდე ინსაიდერის მიერ მიცემული ინტერვიუ იმ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ახორციელებს ავღანეთის აღორძინების საკითხების გენერალური ინსპექტორი (SIGAR).

„ჩვენ არ გვქონდა ფუნდამენტური ცოდნა ავღანეთზე, არ ვიცოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა“, - აცხადებდა 2015 წელს სამთავრობო უწყების წარმომადგენლებთან ინტერვიუში სამვარსკვლავიანი გენერალი დუგლას ლუტი, რომელიც ბუშისა და ობამას პრეზიდენტობის პერიოდში ერაყსა და ავღანეთში თეთრი სახლის სტრატეგიის კოორდინატორი იყო.

ამასთან, ზოგიერთი გამოკითხული აცხადებდა, რომ ქაბულისა და თეთრი სახლის სტატისტიკა დამახინჯებული იყო, რათა შექმნილიყო შთაბეჭდილება, რომ აშშ ომს იგებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG