Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გაბედეს“ აქტივისტებს ქუთაისის ნაძვის ხე არ მოართვევინეს


მოძრაობა „გაბედეს“ აქტივისტებს პოლიციამ საშუალება არ მისცა, ქუთაისის ცენტრალური ნაძვის ხე მოერთოთ.

„გაბედეს“ ატივისტის მიხეილ გეგეშიძის თქმით, მათ სურდათ, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე მოერთოთ საქართველოს მთავრობის წევრთა ფოტოებით.

„არ გვინდა ძვირიანი სათამაშოები, ჩვენ გვინდა, ბიძინას სათამაშოებით მოვრთოთ ნაძვის ხე“, - განაცხადა მიხეილ გეგეშიძემ.

ადგილზე იმყოფებოდა ქუთაისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე აკაკი მაისურაძე, რომლის თქმითაც, აქტივისტების საქციელი კანონდარღვევაა, კერძოდ, ადმინისტაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლისა, რაც თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს და აქტივისტებს კანონდარღვევის საშუალებას არ მისცემენ.

ამის შემდეგ აქტივისტებმა ნაძვის ხის ნაცვლად „სათამაშოები“ ბუჩქებზე დაკიდეს.

ცენტრალური ნაძვის ხის გარშემო სამართალდამცველები დგანან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG