Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოკჰოლმსა და ოსლოში გაიმართა ნობელის პრემიების გადაცემის ცერემონია


ლიტერატურის დარგში ნობელის 2018 და 2019 წლების ლაურეატები ოლგა ტოკარჩუკი და პეტერ ჰანდკე
ლიტერატურის დარგში ნობელის 2018 და 2019 წლების ლაურეატები ოლგა ტოკარჩუკი და პეტერ ჰანდკე

ავსტრიელ მწერალ პეტერ ჰანდკეს სტოკჰოლმში გადაეცა 2019 წლის ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში. ამ გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა, რადგან ჰანდკემ თავის დროზე მხარი დაუჭირა სერბეთის და იუგოსლავიის ყოფილ პრეზიდენტს, სლობოდან მილოშევიჩს. ბალკანეთის ომის დროს იგი ეჭვქვეშ აყენებდა ბოსნიელი სერბების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების ფაქტებს. ჰანდკე სიტყვა წარმოთქვა სლობოდან მილოშევიჩის დასაფლავებაზე. მილოშევიჩი ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა გაასამართლა.

77 წლის ჰანდკემ ნობელის პრემია (948 ათასი დოლარი) მიიღო შვედეთის მეფის კარლ XVI გუსტავისაგან. ალბანეთთან, კოსოვოსთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, ხორვატიასა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად, 10 დეკემბერს ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიას ბოიკოტი გამოუცხადა თურქეთმაც.

პროსერბული პოზიციის მქონე ჰანდკეს კომენტარი მის მიმართ წაყენებული ბრალდებების გამო არ გაუკეთებია.

ჰანდკესთვის ნობელის პრემიის გადაცემის წინააღმდეგ სტოკჰოლმში რამდენიმე ათასმა ადამიანმა გააპროტესტა. ცერემონიას ბოიკოტი გამოუცხადა ნობელის აკადემიის წევრმა, მწერალმა პეტერ ენგლუნდმაც.

10 დეკემბერს 2018 წლის ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში გადასცეს აგრეთვე პოლონელ მწერალს ოლგა ტოკარჩუკს. წინა წელს, ნობელის კომიტეტთან დაკავშირებული სკანდალის გამო, პრემია არ გაცემულა.

მშვიდობის დარგში 2019 წლის ნობელის პრემია ოსლოში გადასცეს ეთიოპიის პრემიერ-მინისტრს, აბჰიი აჰმედ ალის, ერიტრეასთან სასაზღვრო კონფლიქტის მოგვარების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG