Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა ბექაური კომუნიკაციების კომისიის წევრად აირჩიეს


კომუნიკაციის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად პარლამენტმა კახა ბექაური აირჩია. მის კანდიდატურას 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კომისიის წევრს 6 წლის ვადით ირჩევენ. კახა ბექაური კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მოქმედი თავმჯდომარეა, თუმცა უფლებამოსილების ვადა ეწურებოდა. იგი კომისიის წევრად პირველად 2014 წელს აირჩიეს.

კომუნიკაციის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატები, კახა ბექაურის გარდა, იყვნენ: კომისიის მაუწყებლობის დეპარტამენტის უფროსი ივანე მახარაძე, ჟურნალისტი მაია მეცხვარიშვილი და კომისიის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსი, მარიამ სულაბერიძე.

კომისიის წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც კომისიის წევრმა გიორგი ფრუიძემ 3 ოქტომბერს პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა.

მაუწყებლობის შესახებ კანონის თანახმად, კომუნიკაციების კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს ადამიანი, რომლის ოჯახის წევრიც ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს. გიორგი ფრუიძის მეუღლე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ნათია ლაზაშვილია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG