Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიაში იპოვეს 22 წლის წინ მოპარული გუსტავ კლიმტის შედევრი


პოლიციელები "ქალის პორტრეტის" მახლობლად
პოლიციელები "ქალის პორტრეტის" მახლობლად

ცნობილი ავსტრიელი მხატვრის გუსტავ კლიმტის „ქალის პორტრეტს“, რომელიც 22 წლის წინ იტალიის ქალაქ პიაჩენცას გალერეა რიჩი ოდიდან მოიპარეს, ამავე გალერეის კედლის რკინის პანელში შემთხვევით მებაღემ მიაგნო. ექსპერტები მუშაობენ ნახატის ნამდვილობის დასადგენად.

„ეს ისტორიაში ყველაზე საუკეთესო საშობაო საჩუქრად ითვლება“, - განაცხადა გალერეის ვიცე-პრეზიდენტმა ლაურა ბონფატიმ.

მებაღემ სუროს წმენდის დროს აღმოაჩინა რკინის პანელი, რომლის გახსნის შემდეგ ჩანთაში დამალული ნახატი იპოვა. „თავიდან ვიფიქრე, რომ ეს იყო ნაგავი, მაგრამ შემდეგ სასწრაფოდ დავურეკე უფროსობას“, - განაცხადა გალერეის მებაღემ.

ნახატის დაკარგვა გალერეაში 1997 წლის 22 თებერვალს შეამჩნიეს, თუმცა პოლიციის ცნობით ეს სამი დღით ადრე უნდა მომხდარიყო.

გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით ნახატი კედელში 22 წლის განმავლობაში იდო. მძარცველებმა სავარაუდოდ ნაქურდალი იქ შეინახეს, რათა ნაძარცვი მოგვიანებით წაეღოთ, რაც ვეღარ მოახერხეს ქურდობის შემდეგ უსაფრთხოების ზომების გაძლიერების შედეგად.

ავსტრიელი მხატვრის სურათი „ქალის პორტრეტი“ 66 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ამ ტილოს მოპარვა მე-20 საუკუნის ერთ-ერთ გახმაურებულ და საიდუმლოებით მოცულ ინცინდენტად ითვლებოდა.

XS
SM
MD
LG