Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილისა და კარლ ჰარცელის შეხვედრის შესახებ. ამ ინფორმაციის თანახმად, მათ შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებაზე იმსჯელეს.

"ძალიან სასიამოვნო იყო პრეზიდენტთან მორიგი შეხვედრა, რომელზეც ვიმსჯელეთ საქართველოში არსებულ ვითარებაზე. ჩვენ განვიხილეთ როგორც პოლიტიკური ასპექტები და ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის სხვადასხვა პროექტი, ასევე საგარეო პოლიტიკის ზოგადი დღის წესრიგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების განსავითარებლად. საერთო ჯამში, ქალბატონ პრეზიდენტთან შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო“, - ეს კომენტარი ევროკავშირის ელჩმა შეხვედრის შემდეგ გააკეტა.

XS
SM
MD
LG