Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ტოვებს


ეკა ბესელია
ეკა ბესელია

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების უვადოდ არჩევის შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ტოვებს:

„რადგან იურიდიული კომიტეტი ოფიციალურად გახდა კლანის ფილიალი ეს ჩემი ბოლო სხდომა იყო კომიტეტში. მე ამ კომიტეტში აღარ დავრჩები. ველოდებოდი ამ კენჭისყრას და ეს ერთი წელი ჩემი გადადგომიდან ამ დრომდე დავრჩი მხოლოდ იმიტომ, რომ ბოლომდე გამომეყენებინა ყველა შანსი, რომ 5 მოსამართლე კი არ ჩამოშორებოდა და 5 კანდიდატი ამ კენჭისყრას, მეტი ყოფილიყო ამ პროცესიდან ჩამოშორებული და შედეგი დამდგარიყო კიდევ უფრო მეტი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. მისი შეფასებით კლანმა გაიმარჯვა არა მარტო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, არამედ „ქართული ოცნების“ უმრავლესობაზე:

„ეს არის ნაბიჯი უკან, ნაბიჯი დემოკრატიის საზიანოდ, ეს არის ნაბიჯი წარსულში, ეს არის ნაბიჯი უსამართლობისკენ, ეს არის გადაწყვეტილება ძალადობრივი სისტემის რეანიმაციის და დაკანონების. ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური, მაგრამ კიდევ უფრო დიდი მორალური მარცხი“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

საქართველოს პარლამენტმა 12 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის 19 კანდიდატს უყარა კენჭი. კენჭისყრის შედეგად პარლამენტმა 14 უვადო მოსამართლე დაამტკიცა. მათგან 12 ახალი კანდიდატურაა, 2 კი - ნუგზარ სხირტლაძე და მაია ვაჩაძე - უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლეები არიან.

XS
SM
MD
LG