Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში კახეთიდანაც მოდიან: "გასვენებაში მივდივართ, "ნაციონალური მოძრაობა" უნდა დავასამაროთ"


კახეთის რვავე მუნიციპალიტეტიდან, ორგანიზებულად, ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე დასასწრებად პარტიის მხარდამჭერები, უმეტესწილად კი, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანები მოემგზავრებიან.

მათ შორის არიან ლაგოდეხის საკრებულოს წევრები, თეატრის მსახიობები და „ქართული ოცნების“ კოორდინატორები.

ჩვენ მიერ ლაგოდეხში გამოკითხული „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ნაწილი ამბობს, რომ „ზეიმობენ საქართველოს ევროკავშირის თავმჯდომარეობას“. ერთ-ერთმა რესპონდენტმა კი თქვა, რომ „გასვენებაში მიდის და "ნაციონალური მოძრაობა" უნდა დაასამაროს“.

თბილისში, „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ აქციას თელავიდანაც უერთდებიან მმართველი პარტიის მხარდამჭერები, რომელთა უმრავლესობა საჯარო სამსახურებშია დასაქმებული. „ქართული ოცნების“ წევრისა და თელავის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ლევან კოჭლოშვილის განცხადებით, აქციას თელავიდან 1500-მდე ადამიანი შეუერთდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG