Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: სამწუხაროდ, პოლარიზაცია საელჩოებსა და ჩვენს ემიგრაციაზეც გავრცელდა


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ელჩების კონფერენცია - 2019“-ის ფარგლებში უცხოეთში აკრედიტებულ საქართველოს დიპლომატებს უმასპინძლა. ორბელიანის სასახლეში ზურაბიშვილი ელჩების წინაშე სიტყვით გამოვიდა.

„ვხედავთ, პოლარიზაცია როგორ ხლეჩს საზოგადოებას და რაოდენ ასუსტებს სახელმწიფოს. ვცდილობ, არ შევიდე ამ დაპირისპირებაში, რამეთუ პრეზიდენტის ინსტიტუტი უნდა დარჩეს ამ პოლიტიკური „ტოტალურ ომის“ გარეთ, რათა ეს ინსტიტუტი არ გახდეს სამიზნე და მასთან ერთად - სახელმწიფო.

სამწუხაროდ, ეს პოლარიზაცია საელჩოებსა და ჩვენს ემიგრაციაზეც გავრცელდა. ამით ერთად ვაყენებთ ზიანს ჩვენს ქვეყანასა და სახელმწიფოს“, - მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტი.

პრეზიდენტი დიპლომატებთან გამოდის იდეით, რომ, როგორც მინიმუმ, ერთად იმუშაონ იმ საკითხებზე, რომლებიც ყველასთვის პრიორიტეტულია: ქვეყნის ერთიანობა, ევროატლანტიკური მისწრაფება, კულტურისა და ქვეყნის პოპულარიზაცია.

„ასე ვთქვათ, დაცულ ტერიტორიად უნდა გამოვაცხადოთ“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ საარჩევნო წელს შიდა ვნებათაღელვის მიუხედავად, საელჩოები შეძლებენ, შეინარჩუნონ ემიგრაციაში სიმშვიდე და ერთიანობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG