Accessibility links

site logo site logo

რუსეთი ცდილობს, ინტერნეტის შემზღუდავი კიბერდანაშულის შესახებ რეზოლუცია გაერომ დაამტკიცოს


აშშ აცხადებს, რომ რუსეთის სპონსორობით შემუშავებული რეზოლუცია კიბერდანაშაულის შესახებ, წარმოადგენს მცდელობას, სახელმწიფოს დონეზე მოხდეს კიბერსივრცის კონტროლი, რაც საფრთხეს შეუქმნის ინტერნეტის თავისუფლებას. ვაშინგტონი შიშობს, რომ რეზოლუციას მხარს დაუჭერს გაეროს გენერალური ასამბლეა, რომლის სხდომაც თვის ბოლოსთვის იგეგმება.

18 ნოემბერს რეზოლუციას მხარი დაუჭირა გაეროს ე.წ. მესამე კომიტეტმა, რომელიც სოციალურ, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ინიციატივებს განიხილავს.

კომიტეტის კენჭისყრაზე კიბერდანაშაულის რეზოლუციას მხარი დაუჭირა 88 ქვეყანამ, 58 წინააღმდეგი იყო, ხოლო 34-მა თავი შეიკავა.

მოელიან, რომ სადავოდ ქცეულ რეზოლუციას კენჭის უყრიან 24 დეკემბერს.

რუსეთთან ერთად რეზოლუციის პროექტის თანაავტორია ბელარუსი, მხარადამჭერთა შორის არიან ჩინეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, ირანი და ინდონეზია.

სადავო რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს აშშ-მა, ფინეთმა, კანადამ, იაპონიამ და ევროკავშირმა. ისინი ფიქრობენ, რომ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანაშაულებრივი მიზნით გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლისთვის ჩაფიქრებულ რეზოლუციას, რუსეთი გადააქცევს კიბერდანაშაულის ახალ შეთანხმებად, რომელიც, ანალიტიკოსების აზრით, კრემლს საშუალებას მისცემს, ოპოზიციის ჩახშობის მიზნით შეზღუდოს ინტერნეტის თავისუფლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG