Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში დააკავეს ანტიკორუფციული მოძრაობის აქტივისტის ქმარი


შირინ აიტმატოვა
შირინ აიტმატოვა

ყირგიზეთის ანტიკორუფციული მოძრაობის ცნობილი აქტივისტის, შირინ აიტმატოვას ქმარი დააკავეს საბაჟო სამსახურში კორუფციის სავარაუდო სკანდალის ფონზე.

აიტმატოვამ რადიო თავისუფლებას 20 დეკემბერს უთხრა, რომ მისი ქმარი, სირგაკ კერჯებაევი, ალმატის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, მეზობელ ყაზახეთში, და მოგვიანებით ბიშკეკში ჩაიყვანეს.

ყირგიზეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ კენჯებაევი დააკავეს როგორც თაღლითობაში ეჭვმიტანილი. აიტმატოვა ყოფილი კანონმდებელი და ანტიკორუფციული ორგანიზაციის, უმუტ-2020-ის (იმედი-2020) დამფუძნებელია. ის სახელგანთქმული ყირგიზი მწერლის, ჩინგიზ აიტმატოვის შვილია.

მისმა ორგანიზაციამ ახლახან მოუწოდა ყირგიზეთის ხელისუფლებას, საფუძვლიანი კვლევა ჩაატაროს მედიის მიერ გამოძიებული, საბაჟო სამსახურში ფართომასშტაბიანი კორუფციის და ქვეყნიდან დიდი რაოდენობის ნაღდი ფულის გადინების გარშემო. ერთობლივი გამოძიების შედეგების გამომზეურებას, რომელსაც წარმართავდნენ რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახური, „კორუფციის და ორგანიზებული დანაშაულის გამოძიების პროექტი“ და ყირგიზეთის ახალი ამბების საინტერნეტო გამოცემა Kloop-ი, დიდი აღშფოთება მოჰყვა შუა აზიის ამ ქვეყანაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG