Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როჰანი იაპონიას თანადგომას სთხოვს ბირთვული შეთანხმების გადარჩენის საქმეში


ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა იაპონიას, ტოკიოს სთხოვს დახმარებას, 2015 წელს დადებული ბირთვული შეთანხმების გადარჩენის საქმეში.

იაპონია ცდილობს შუამავლის როლის შესრულებას თეირანსა და ვაშინგტონს შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის ფონზე.

როჰანიმ კიდევ ერთხელ დაგმო აშშ ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის გამო.

როჰანი პირველი ირანელი ლიდერია, რომელიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში სტუმრობს აღმოსავლეთ აზიას. მანამდე, ივნისში, იაპონიის პრემიერ-მინისტრი, სინძო აბე, იმყოფებოდა ირანში, სადაც 40 წლის განმავლობაში იაპონიის არც ერთ პრემიერ-მინისტრს არ დაუდგამს ფეხი. როჰანიმ აბესთან მოლაპარაკებისას დროს თქვა, რომ „ბირთვული შეთანხმება უკიდურესად მნიშვნელოვანი შეთანხმებაა ირანისთვის. ამიტომ ვგმობთ აშშ-ის ერთმხრივ გასვლას“.

იაპონია, აშშ-ის ძლიერი მოკავშირე, მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს ირანთან.

მოლაპარაკების დასაწყისში, ალმ განაცხადა, რომ იაპონია ყველაფერს გააკეთებს, რაც შეუძლია, რათა სტაბილურობა იყოს ახლო აღმოსავლეთში, ნავთობის მთავარ წყაროში.

აბემ როჰანის უთხრა, რომ ის ერთობ შეშფოთებულია ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის გამო. მან სთხოვა როჰანის, დაიცვას ბირთული შეთანხმების პირობები. როჰანიმ თავის მხრივ იაპონიის ლიდერს სთხოვა, იმუშაოს სხვა ქვენებთან ერთად, რათა ბირთვული შეთანხმება ძალაში დარჩეს.

„ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევა მიმართულია აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობის შენელებისა და ახლო აღმოსავლეთში ვითარების მოწესრიგებისკენ“, - ნათქვამია ირანის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აშშ-ს, მის მოკავშირეებსა და ირანს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დატოვა 2015 წელს ხელმოწერილი საერთაშორისო ბირთვული შეთანხმება თეირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის და კვლავ აღადგინა მკაცრი ეკონომიკური სანქციები ირანის რეჟიმის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG