Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ემანუელ მაკრონმა „დიდი შეცდომა უწოდა“ აფრიკაში კოლონიალიზმის პოლიტიკას


ემანუელ მაკრონი მალის ქალაქ გაოში ფრანგულ ქვედანაყოფთან სტუმრობის დროს
ემანუელ მაკრონი მალის ქალაქ გაოში ფრანგულ ქვედანაყოფთან სტუმრობის დროს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, რომელიც დასავლეთ აფრიკაში იმყოფება, „დიდი შეცდომა“ უწოდა კოლონიალიზმს და აფრიკული კონტინენტის ახალგაზრდა თაობას მოუწოდა, „გადაშალონ ეს ფურცელი და იფიქრონ „საფრანგეთთან ახალ ურთიერთობებზე“.

ეს განცხადება მაკრონმა კვირას, ყოფილ ფრანგულ კოლონიაში, კოტ-დ’ივუარში, სტუმრობის დროს გააკეთა.

საპრეზიდენტო კამპანიის დროს ემანუელ მაკრონს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს, როდესაც საფრანგეთის კოლონიალისტურ პოლიტიკას ალჟირში უწოდა „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული“.

მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტი იმყოფებოდა მალიში და მოინახულა იქ მყოფი ფრანგული შენაერთის ჯარისკაცები, რომლებიც განაგრძობენ ბრძოლას ისლამისტი ექსტრემისტების წინააღმდეგ.

მაკრონი რეგულარულად სტუმრობს დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიით მყოფ ფრანგ ჯარისკაცებს.

მან შეაქო ფრანგი ჯარისკაცები, რომლებმაც მალიში შაბათს ათობით ჯიჰადისტის „ნეიტრალიზება“ შეძლეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა პირობა მისცა მალის ხელისუფლებას, რომ საფრანგეთი ახალი ძალით იბრძოლებს რეგიონში ფეხმოკიდებული ისლამისტი ექსტრემისტების წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG