Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიმართება საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა


სახელმწიფო ცერემონიების სასახლე
სახელმწიფო ცერემონიების სასახლე

დღეს თბილისში გაიმართება საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მე-8, სამმხრივი შეხვედრა.

დავით ზალკალიანი, ელმარ მამედიაროვი და მევლუთ ჩავუშოღლუ განიხილავენ 2020-2022 წლების სამოქმედო გეგმას, რომელიც სამი ქვეყნის სექტორული უწყებების კონკრეტულ ქმედებებს მოიცავს. შეხვედრა 11 საათზე დაიწყება სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში.

აზერბაიჯანის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იქნება თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და პერსპექტივები.

საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების თანამშრომლობის ფორმატი 2012 წელს შეიქმნა. შეხვედრები რიგითობის მიხედვით იმართება. წინა მინისტერიალი 2018 წლის შემოდგომაზე სტამბოლში ჩატარდა.

XS
SM
MD
LG