Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შმაქსისტები „შმაქსის“ ტრაფარეტის გამო გამოწერილი ჯარიმების გაუქმებას ითხოვენ


შმაქსისტები მოითხოვენ ჯარიმების გაუქმებას, რომლებიც მათ „ტაქსის“ მსგავსი ტრაფარეტის გამოყენების გამო გამოუწერეს.

ნიკოლოზ იაშვილი ერთ-ერთი შმაქსისტია, რომელმაც 23 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა. იაშვილი 18 დეკემბერს გლდანში მოძრაობდა. ამბობს რომ მანქანაში მარტო იჯდა, რა დროსაც პატრულმა გააჩერა და „შმაქსის“ ტრაფარეტის გამოყენების გამო 200-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა.

„ჩემ მანქანაზე რასაც მინდა იმას დავადგამ. ხელშეკრულება მაქვს დადებული. მანქანა თეთრად ვერ შევღებე იმიტომ, რომ, ვაუჩერებს როცა გასცემდნენ, საავადმყოფოში ვიწექი.“

თბილისის საკრებულოს დადგენილებით, მანქანაზე ტაქსის აღმნიშვნელი მანათობელი ნიშნის განთავსება, რომლის გამოც ავტომობილი აღიქმება ტაქსად, უნებართვო საქმიანობად ითვლება და 200-ლარიან ადმინისტრაციულ ჯარიმას ითვალისწინებს. ეს ცვლილება, შპს „შმაქსის“ დამფუძნებლის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ინფორმაციით, თბილისის საკრებულომ დაახლოებით ერთი თვის წინ მიიღო.

„როგორც ძაღლები, ისე ნადირობენ ამ ადამიანებზე [შმაქსისტებზე] და უწერენ 200-ლარიან ჯარიმებს. საახალწლოდ ამდენი გამწარებული ადამიანი დატოვეს“ - ამბობს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და აგრძელებს, რომ რეგულაციაში შეტანილი ცვლილების შესახებ „შმაქსის“ მძღოლებმა არ იცოდნენ. ჯაფარიძე და შმაქსისტები, ასევე, ითხოვენ ვადას იანვრის ბოლომდე, რომ დაამზადონ ახალი ტრაფარეტები, რომლებიც ტაქსის ტრაფარეტის მსგავსი არ იქნება.

„შმაქსი“ ტაქსების რეგულაციის პარალელურად შეიქმნა და ის მგზავრებს სასურველ ადგილას მიყვანასთან ერთად „საღ აზრსა და სწორ მორალს“ სთავაზობს.

შმაქსისტების საპროტესტო აქცია შსს-სთან
please wait

No media source currently available

0:00 0:01:54 0:00

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG