Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთის კრიტიკის ფონზე, პუტინმა ყირიმის სარკინიგზო ხიდი გახსნა


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 23 დეკემბერს მონაწილეობა მიიღო ცერემონიაში, რომლითაც ოფიციალურად გაიხსნა რუსეთისა და მის მიერ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხიდი.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებით გარშემორტყმულმა პუტინმა მადლობა გადაუხადა მუშებს გაწეული ძალისხმევისთვის „ამ მასშტაბური პროექტის“ დასამთავრებლად, ცერემონიაში, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიით.

კიევი, აშშ და ევროკავშირი მკაცრად აკრიტიკებდნენ რუსეთის მხრიდან ხიდის მშენებლობას და ამას უკრაინის სუვერენიტეტის შელახვას უწოდებდნენ. დასავლეთის ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს კომპანიებს, რომლებიც ჩართული იყვნენ 19-კილომეტრიანი სტრუქტურის აგებაში.

ნოემბერში კერძო მფლობელობაში მყოფმა Grand Service Express სარკინიგზო კომპანიამ გამოაცხადა, რომ პირველი მატარებელი 23 დეკემბერს გაემგზავრება სანკტ პეტერბურგიდან სევასტოპოლისკენ და 2,741 კილომეტრს 43,5 საათში გაივლის.

ხიდი, რომლის მშენებლობა 3,7 მილიარდი დოლარი დაჯდა, ევროპაში ყველაზე გრძელი იქნება.

XS
SM
MD
LG