Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა „ფეისბუკის“ განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყებას არ აპირებს


საქართველოს პროკურატურის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ „ფეისბუკის“ განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყებას არ აპირებენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI) მიიჩნევს, რომ გავლენებისგან თავისუფალი საგამოძიებო ორგანოების პირობებში, 20 დეკემბერს „ფეისბუკის“ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაწყებულიყო.

ორგანიზაციის განცხადებით, ობიექტური გამოძიების შემთხვევაში შესაძლოა გამოიკვეთოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე დანაშაულის ნიშანი.

ფეისბუკმა 20 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, გააუქმა საქართველოს, (ასევე აშშ-სა და ვიეტნამის ანგარიშების) ე.წ. „დაუკავშირებელი“ ქსელები, გვერდები და ჯგუფები „კოორდინირებული არაავთენტური ქცევის“ გამო.

განცხადებაში მოყვანილია ზუსტი რაოდენობა გაუქმებული ქართული ანგარიშებისა, რომელიც 418-ს უდრის. მათგან 39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 ინსტაგრამის ანგარიშია, ასიათასობით მიმდევრით.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ, დაეფარათ თავიანთი იდენტობა და კოორდინირებული მუშაობა, ჩვენი გამოძიებით, ეს ქმედება უკავშირდება საქართველოს სარეკლამო სააგენტო „პანდასა“ და საქართველოს მთავრობას, რომელსაც მართავს „ქართული ოცნება“, - ნათქვამია განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG