Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომან გოცირიძე: ხელისუფლების თავზე ძალიან მძიმე ღრუბელი ჩამოწვა


ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, რომან გოცირიძის შეფასებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ძალიან მძიმე განცხადება გამოაქვეყნა და ფაქტობრივად თქვა, რომ საქართველოში მიკერძოებული პროკურატურა და სასამართლოა.

„მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ ამ სისტემის რეფორმირება მოხდეს. რაც შეეხება სასამართლოს შესახებ ორიოდე თბილ სიტყვას ზრდილობისთვის, რომ მეოთხე ტალღის რეფორმები მისასალმებელია, ბუნებრივია, ყველა მიესალმება სასამართლო სისტემის რეფორმას. მაგრამ რეფორმის შედეგად რა მივიღეთ? მივიღეთ მორჩილი სასამართლო. უზენაეს სასამართლოში დასვეს გენერალური პროკურორი და მისი მოადგილე და ესეც ამ განცხადების ერთ-ერთი ნაწილია“, - უთხრა ჟურნალისტებს რომან გოცირიძემ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 23 დეკემბერს გამოქვეყნებული განცხადების შეფასებისას.

გოცირიძის თქმით, ხელისუფლების თავზე ძალიან მძიმე ღრუბელი ჩამოწვა, რადგან დღე არ გავა, რომ ის კრიტიკულად არ მოიხსენიონ საქართველოს პარტნიორებმა და სერიოზულმა საერთაშორისო გამოცემებმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG