Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატენის ხეობაში, სოფელ ორმოცთან მდებარე ტყეში ხანძარია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,შიდა ქართლში, ატენის ხეობაში, სოფელ ორმოცის მიმდებარედ, ტყეში შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანება.

შსს-ს ცნობით, ადგილზე მობილიზებულია 20-მდე მეხანძრე-მაშველი. მიმდინარეობს დამატებითი ძალის მობილიზება. რთული რელიეფის გამო ცეცხლთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკით მისვლა ვერ ხერხდება.

„გათენებისთანავე, საჭიროების შემთხვევაში, ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ჩაერთვება შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი“, - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

XS
SM
MD
LG