Accessibility links

site logo site logo

კახა კალაძე "სვეტის" დაზარალებულებს: მშენებლობა თებერვალში დაიწყება


თბილისის მერი ვარაუდობს, რომ „სვეტის“ ყოფილ ობიექტებზე მშენებლობის დაწყებას სამშენებლო კომპანია „m2“ თებერვლიდან შეძლებს:

„ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია სამშენებლო კომპანიასთან და ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით იანვრის ბოლოს, თებერვალში მიიღებენ სამშენებლო ნებართვებს“, - აღნიშნა თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყების წინ. მისი თქმით, დაზარალებულების ინტერესების გათვალისწინებით, „სვეტის“ სამშენებლო ობიექტებს თბილისის საკრებულოს მიერ დაუმთავრებელი მშენებლობების სტატუსი აქვს მინიჭებული.

სამშენებლო კომპანია „სვეტის“ შეჩერებული პროექტების მშენებლობას კომპანია „m2“ განაგრძობს. თბილისის მუნიციპალიტეტსა და დეველოპერულ კომპანია „m2“-ს შორის ამ საკითხზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სექტემბერში გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, „სვეტის“ მიერ დაზარალებული 2500-მდე ოჯახი საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილდება. „m2“ მზადაა, სამშენებლო სამუშაოებს „სვეტთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობის შესრულებისთანავე შეუდგეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG