Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპერისა და ბალეტის თეატრი შენობის გამაგრების სამუშაოების მიზეზს განმარტავს


თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის განმარტებით, შენობის გაძლიერების სამუშაოები გეოლოგიურ კვლევაზე დაყრდნობით მიმდინარეობს.

თეატრის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ფონდ „ქართუს“ მიერ განხორციელებული რესტავრაცია-რეაბილიტაციის შემდეგ, რომელიც 2015 წელს დასრულდა, შენობა იდეალურ მდგომარეობაში იყო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ რუსთაველის გამზირი გეოლოგიურ-ჰიდროლოგიურად არასტაბილურ ზონად ითვლება, მდებარეობს მთაწმინდის ფერდზე და მის ქვეშ გადის გრუნტის წყლები, სახელმწიფოს მხრიდან მუდმივად იმყოფება მეთვალყურეობის ქვეშ.

თეატრის ადმინისტრაციის ცნობით, 2017 წელს, გეოლოგიური გამოკვლევებით გადამოწმდა და დადგინდა, რომ მიწის ქვეშ გრუნტის წყლებმა მიმართულება შეიცვალა, რასაც შესაძლოა, საფრთხე შეექმნა შენობის ნაწილისათვის, ამიტომ გეოლოგიურ კვლევებზე დაყრდნობით, შენობის გაძლიერებისთვის დამატებითი ღონისძიებები გახდა საჭირო. შესაბამისად, მომზადდა შენობის კონსტრუქციის გაძლიერების პროექტი, რომლის საფუძველზეც მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პატრონაჟით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG