Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ რეფორმების გეგმა წარმოადგინა


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამართა ჯანდაცვაში დაგეგმილი რეფორმების პრეცენტაცია. რეფორმის ერთ-ერთ მთავარ მიზნად გამოცხადებულია პირველადი ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესება.

მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის ხარისხი გამოწვევად რჩება, საქართველოში ევროპის ქვეყნებთან შედარებით, სერვისის გამოყენება დაბალია და წელიწადში ერთ სულ მოსახლეზე ოთხს ვერ აღწევს. გაბუნიას თქმით, პირველად ჯანდაცვაში ახალი შესაძლებლობების გახსნა იქნება კიდევ ერთი საფუძველი იმისთვის, რომ მოსახლეობა დაუბრუნდეს პირველადი ჯანდაცვის მომსახურებას, გაიზარდოს ნდობა ოჯახის ექიმის მიმართ და, რაც მთავარია, მომსახურება რეალურად ხარისხიანი იყოს.

„პირველადი ჯანდაცვა არის საწყისი ყველა მოქალაქის ჯანმრთელობის, ჩვენი სამომავლო სიცოცხლის ხარისხის საწყისი და, შესაბამისად, ჩვენ ვთვლით, რომ რეფორმა უნდა დაიწყოს პირველი ნაბიჯებით, რომელიც უნდა გადაიდგას პირველად ჯანდაცვაში“, - უთხრა მედიას მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. მისი განცხადებით, რეფორმა მოიცავს როგორც ექიმების ხარისხობრივ გადამზადებას, ასევე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. ტიკარაძის თქმით, მნიშვნელოვანი იქნება წამლის რეგულირების სააგენტოს მიერ მთავარი ამოცანის შესრულება - საქართველოს ბაზარზე არსებული წამლების ხარისხის შესწავლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG