Accessibility links

logo-print logo-print

თურქეთი ჯარებს გაგზავნის ლიბიის მთავრობის მხარდასაჭერად


რეჯეპ ტაიპ ერდოანი

თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო ძალის გაგზავნას ლიბიაში, ქვეყნის ეროვნული თანხმობის მთავრობის მხარდასაჭერად გენერალ ხალიფა ხაფტარის ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში. უცხოეთში ძალის გამოყენების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ქვეყნის საკნონმდებლო ორგანოს გაუგზავნა განსახილველად.

თურქეთის ლიდერი აცხადებს, რომ იგი იანვრის დასაწყისში ელოდება საკნონმდებლო ორგანოს მხარადჭერას.

მანამდე ანკარამ ორი შეთანხმება გააფორმა საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული, ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობასთან. დოკუმენტებში საუბარია თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე.

თავად ერდოანი აცხადებს, რომ არ აპირებს ჩუმად უყუროს, თუ როგორ ეხმარება ამბოხებულ ლიბიელ გენერალს, რუსეთი. თურქეთის ლიდერი ამტკიცებს, რომ ლიბიაში უნდა იმყოფებოდეს რუსეთის კერძო სამხედრო კოპანია „ვაგნერის“ 2 ათასამდე მებრძოლი.

მედია „ვაგნერს“ კრემლთან დაახლოებულ ბიზმენსმენ ევგენი პრიგოჟინს უკავშირებს.

გარდა რუსეთისა, დასავლეთის სააგენტოების ცნობით, გენერალ ხალიფა ხაფტარის არმიას დახმარებას უწევენ საფრანგეთი, ეგვიპტე და არაბთა გაერთიანებული საამირო.

თავად ხაფტარის წარმომადგენლები ანკარას ადანაშაულებენ ტუნისის გავლით ლიბიაში ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ჯგუფების გადასროლაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG