Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძე „მთავარი არხის" ჟურნალისტს: [ნაძვის ხის] სიგრძეც და სიგანეც „ნაცებს“ გეყოფათ


თბილისის მერმა კახა კალაძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს შეურაცხმყოფელად მიმართა.

პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც საახალწლო სოფელი არის მოწყობილი და განთავსებულია თბილისის მთავარი ნაძვის ხე, „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა კახა კალაძეს რამდენიმე შეკითხვით მიმართა.

„გაერთეთ, ახალი წელია, ისიამოვნეთ. თან თქვენ გჭირდებათ ახლა სიამოვნება და გართობა“, - უთხრა ჟურნალისტს კალაძეს.

დამაზუსტებელ შეკითხვაზე, იყო თუ არა სატენდერო დოკუმენტაცია სწორად შედგენილი - „23 მეტრი სიმაღლის და 10-ის რადიუსში [ნაძვის ხე]“. ფაქტია, რომ ალვისხე არის ჩამოტანილი, თბილისში დაამონტაჟებინეთ განათებები”.

თბილისის მერმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს“ შემდეგი სიტყვებით მიმართა: „სიგრძეც და სიგანეც „ნაცებს“ გეყოფათ“.

ნაძვის ხე მერიას დაახლოებით მილიონი ლარი დაუჯდა. ის იტალიიდან ჩამოიტანეს.

დედაქალაქის მერმა ნაძვის ხე 25 დეკემბერს აანთო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG