Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგი უგულავა: 2020 წლის არჩევნებზე ოპოზიცია, შესაძლოა, ერთიანი ტექნიკური სიით გამოვიდეს


„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციის სავარაუდო გეგმებს მიმოიხილავს.

„ადრეა ჯერ და თვეებია წინ, მაგრამ მივა ბოლო-ბოლო იქამდე სიტუაცია, რომ ოპოზიცია გამოვა ერთი ტექნიკური სიით, ყველა პოლიტიკური ლიდერი იქნება მაჟორიტარი. პირველივე ტურში პროპორციული წაგებულია და მაჟორიტარების უმრავლესობას წააგებს [„ქართული ოცნება“], ყველა კვლევა ანახებს ამას და მერე უკვე ტექნიკური მთავრობა სამ თვეში ან ორ თვეში, როგორც კანონი ითხოვს, ჩაატარებს პროპოციულ, სამართლიან არჩევნებს და ყველა თავისი გზით წავა“, - გიგი უგულავას განცხადებას „ტაბულა“ აქვეყნებს.

მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება.

XS
SM
MD
LG