Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი წლის დღეებში პერევიდან ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში გადასასვლელ პუნქტსაც დაკეტავენ


ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ახალი წლის დღეებში უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, დანარჩენ საქართველოსთან საოკუპაციო ხაზზე მდებარე ერთადერთ მოქმედ საკონტროლო გამშვებ პუნქტს კეტავენ. ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო „რესი“ იუწყება.

„30 დეკემბრის 20:00 საათიდან დროებით წყდება სამხრეთ ოსეთი-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ქარზმანის მონაკვეთზე მიმოსვლა, რომელიც გაიხსნება 3 იანვრის 06:00 საათიდან და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას“, - აღნიშნულია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციაში.

სააგენტოს ცნობთ, ე.წ ორი სასაზღვრო გადასასვლელი პუნქტი ჯერ კიდევ სექტემბერში დაიხურა წნელისთან არსებული დაძაბულობის გამო.

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევსა და ოკუპირებულ ქარზმანს შორის მოქალაქეები ფეხით გადაადგილდებოდნენ, ჩაკატილი გზის გამო ისინი მიმოსვლას 3 იანვრამდე ვერ შეძლებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG