Accessibility links

site logo site logo

დავით ქაცარავას აღკვეთის ღონისძიების სახით 1000-ლარიანი გირაო შეუფარდეს


თბილისი სააპელაციო სასამართლომ შეცვალა გორის რაიონული სასამართლოს განჩინება და ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერს დავით ქაცარავას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, 1000 ლარი შეუფარდა.

„იმ საქმეში, რომელშიც მე ერთდროულად დაზარალებული და ბრალდებული ვარ, მოსამართლემ დაკვეთა შეასრულა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო. აბსურდის თეატრში სპექტაკლი გრძელდება. აქვე ვაცხადებ, მოსალოდნელია შემდგომი პროვოკაციები, რომლის დამკვეთი ხელისუფლება იქნება, ვის შეარჩევს შემსრულებლად, ამას ვნახავთ.
ძალა ერთობაშია! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!“ - წერს „ფეისბუკზე“ დავით ქაცარავა.

დავით ქაცარავას გორის პოლიციის სამმართველოში ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

საქმე ეხება მიმდინარე წლის 20 აგვისტოს სოფელ ხურვალეთში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ქაცარავასა და რამდენიმე ადგილობრივ მცხოვრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მაშინ დაზიანებები დავით ქაცარავამაც მიიღო და საავადმყოფოშიც მოხვდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG